მოდა

5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს

5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს

7 ოქტომბერს ფრანგულმა ჰოლდინგმა Kering გამოუშვა ოფიციალური რელიზი იმის თაობაზე, რომ ლეგენდარული ფრანგული ბრენდის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის დანამდებობას ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაიკავებს.Adidas

ამ ცნობიდან რამდენიმე საათში ინტერნეტ-სივრცე აფეთქდა: ინსაიდერები და მოდის კრიტიკოსები ვერ მალავდნენ აღფრთთოვანებას და ახალგაზრდა დიზაინერისთვის ქება-დიდებას არ იშურებდნენ. ზოგი გვასალიას დანიშვნას მისი თანამემამულის, დავიდ კომას ტრიუმფს ადარებდა, რომელიც Thierry Mugler-ის არტ-დირექტორი გახლავთ. ზოგი კი ირწმუნებოდა, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ ქართველი დიზაინერები აშკარად მსოფლიოს დაპყრობას აპირებენ, თუნდაც მოდური ინდუსტრიის სფეროში. გთავაზობთ ხუთეულს, რომელთა სახელები დიდი ხანია შეისწავლეს ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში და მოდის სხვა დედაქალაქებში.


დემნა გვასალია

ბრენდ Vetements-ის დამფუძნებელი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის კურსდამთავრებულ დემნა გვასალიას 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით Maison Martin Margiela-ს ქალის კოლექციის დიზაინერის თანამდებობა ეკავა, 2012-2014 წლებში კი Louis Vuitton-ში იგივე პოზიციაზე იმყოფებოდა. რამდენიმე წლის წინ გვასალიამ და კიდევ რამდენიმე დიზაინერმა (სახელებსა და სახეებს მალავდნენ) დააფუძნეს ახალგაზრდული და პროვოკაციული ფრანგული ბრენდი Vetements. კოლექციები პირველივე სეზონიდან პოპულარობით სარგებლობდა მოდის ცნობილ მიმდევართა შორის. რთული სილუეტები, ირონიული დეტალები და პრინტები ( მაგალითად DHL-ის ლოგოტიპი მაისურებზე), დეკონსტრუქცია და, რაც მთავარია, ფინანსური და შემოქმედებითი დამოუკიდებლობა – ეს ყველაფერი წარმატების საწინდარი გახდა. Kering-ის ხელმძღვანელმა ფრანსუა-ანრი პინომ და Balenciaga-ს CEO  იზაბელ გიშმა კარტ-ბლანში მისცეს გვასალიას. გიშის თქმით, დიზაინერს ყველა ასპექტისადმი თავისებურად მიდგომის ნიჭი გააჩნია. სწორედ ეს სჭირდება Balenciaga-ს. დემნა გვასალიას Balenciaga-ს პირველი კოლექციის ხილვა 2016 წლის თებერვალში გახდება შესაძლებელი.


რია ქებურია

ბრენდ Ria Keburia-ს დამფუძნებელი

“რიას მიერ შექმნილი სამოსი კონიუქტურულობასაა მოკლებული და აღსავსეა ახალი იდეებით”, – წერდა The Telegraph-ის ცნობილი ჟურნალისტი და მოდის მიმომხილველი ლუკ რეიჩი. სტატია მოსკოვში, მოდის კვირეულზე რიას სადებიუტო ჩვენების შემდეგ გამოვიდა (შემოდგომა-ზამთარი 2013-2014). წარმატების შემდეგ რია ქებურიას სახელი ყველა მოდურ რედაქციასა და ონლაინ/ოფლაინ-რიელტერებს მოედო. ზოგს კოლექციის მოდელები გადაღებებისთვის უნდოდა, ზოგს კი – ახალი ბრენდის გაყიდვებისგან მოგების მიღება სურდა.

რიამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის მერეც საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც American University of Paris-ში მარკეტინგს სწავლობდა. პარალელურად International Fashion Academy-ში დაიწყო სწავლა ტანსაცმლის დიზაინის პროფილით. პრინტებისა და ტექსტურის მიქსმა, დიზაინში ქართული კოლორიტის ელემენტებმა ლედი გაგას სტილისტის ყურადღება მიიქცია. “ჩემი ბრენდი კონცეპტუალური იქნება, – გაანდო მომავალი გეგმები ჟურნალ Interview-ს რედაქტორს რიამ. – მსურს მოდას მეტი ხელოვნება შევძინო”. არჩეული გზა ნამდვილად მოუტანს ქებურიას დიდ წარმატებას, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოდისა და ხელოვნების სიმბიოზი – უკანასკნელი წლების მთავარი ტენდენცია გახლავთ.


დავიდ კომა

ბრენდ David Koma-ს დამფუძნებელი, Thierry Mugler-ის არტ-დირექტორი

ახალგაზრდა და ნიჭიერი ლონდონელი დიზაინერი თბილისში დაიბადა. სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამხატვრო-სამრეწველო აკადემიის კურსდამთავრებულმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა მსოფლიო წარმატებამდე, როდესაც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც Central Saint Martins College of Art&Design-ში დაიწყო სწავლა. მისი სადიპლომო ნამუშევარი კურსზე საუკეთესო აღმოჩნდა, დავიდმა კი განაგრძო სწავლა მაგისტრის ხარისხის მისაღებად. დიზაინერის მორიგი კოლექცია “Pretty Woman” კვლავ წარმატებული აღმოჩნდა და დევიდმა ორი პრესტიჟული ჯილდო მიიღო: Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award. ლონდონის ცნობილმა უნივერმაღმა Harrods კონტრაქტი გააფორმა კომასთან მისი ტანისამოსის ხაზის გაყიდვებზე. ფეშენ-ინდუსტრიის გამორჩეულ დებიუტანტზე წერდნენ ჟურნალები, როგორებიცაა V Magazine და Dazed&Confused.

შემდეგ კომახიძემ ლონდონის მაღაზია Brown’s Focus-თან გააფორმა კონტრაქტი. 2009 წელს დევიდი ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პროგრამის ლაურეატი გახდა British Fashion Council-სგან და შექმნა საკუთარი ბრენდი David Koma. იმავე წელს დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ მას-მარკეტ-გიგანტთან თოპსჰოპ — Topshop — David Koma for Topshop. 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ის არტ-დირექტორად დაინიშნა. დევიდის კოლექციები ინტელექტუალური და გრაფიკულია, ამასთან პროვოკაციებს მოკლებულიც არ გახლავთ. დიზაინერი ექსპერიმენტებს ატარებს ახალ ტექნიკებთან, უჩვეულო ფერებთან, ფორმებთან და ის ფაქტი, რომ Thierry Mugler-ის ახალი კოლექცია განსხვავდება იმისგან, რაც უკვე ვიხილეთ, ამტკიცებს, რომ ბრენდის ხელმძღვანელობამ დევიდის არტ-დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.


ალექსანდრ არუთინოვი

ბრენდ Alexander Arutyunov-ის შემქმნელი და დიზაინერი

ალექსანდრ არუთინოვმა სახელი მოსკოვის მოდურ ინდუსტრიაში დიდი ხანია დაიმკვიდრა. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი დიზაინერი ცნობილია თავისი პერფექციონიზმით. Alexander Arutyunov-ის ჩვენებები გამოირჩევა სანახაობრივობით და იდეალურად დადგმული შოუებით. არუთინოვი ერთადერთი დიზაინერია, რომელიც თითოეულ კაბისთვის თითო მოდელს ირჩევს. 

ამიტომაც შოუს მსვლელობისას ბექსთეიჯზე 40-ზე მეტი მოდელი გამოდის. ბრენდი Alexander Arutyunov 2011 წელს შეიქმნა. სწორედ მაშინ წარადგინა დიზაინერმა პერსონალური კოლექცია. მას მერე ალექსანდრე წელიწადში ორჯერ სეზონური კოლექციის ჩვენებებს აწყობს, რომლის მერეც კოლექციის კაბები დიზაინერის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცებლების გარდერობში უმალვე გადაინაცვლებს. ახლახან Alexander Arutyunov-ის სათვალე ლედი გაგამ მოირგო, რის მერეც დიზაინერი საერთაშორისო გამოცემების რედაქტორთა თვალთახედვაში მოხვდა.


ლალო დოლიძე

ბრენდი Lalo Cardigans

ტყუპმა დებმა ნინომ და ლალომ საკუთარი ბრენდი 2013 წელს შექმნეს. ხელით ნაქსოვი კარდიგანები უმალვე სტილისტებისა და მოდური ბლოგერების ფავორიტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ლალო დოლიძეს სპეციალური განათლება არ აქვს, იგი თვითნასწავლი დიზაინერი გახლავთ, რაც ამ საქმიანობას გარკვეულ შარმს ჰმატებს. ბრენდის ნაწარმის შეძენა შესაძლებელია რუსეთში, აშშ-ში, იტალიაში, პორტუგალიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ხორვატიასა და მექსიკაში, ასევე ინტერნეტ-მაღაზიაში

Leave a Reply

Create your own website, free on WordPress.com.Create your own website.
Start free