ქართველი დიზაინერების პრემიალური ნაშრომები!
ადგილი , რომელიც აერთიანებს , რამოდენიმე ქართველი დიზაინერის ნამუშავარს და პირველი რაც ყველაზე მთავარია მხოლოდ აქ შწგხვდე ათ პრაიმ ნამუშევრები.

ჩაცმაში შეგხვდებათ ჯინსის და ტყავის ქურთუკები რომელზედაც დატანილია ქართული ტრადიციული გამოსახულებები , სურათზე მოცემულ ტყავის ქურთუკზე დატანილია ხევსურული ნახატი.

ჯინსის ქურთუკებზე კი დატანილია ვეფხისტყაოსნის აფორიზმები.
ჩაცმაში კოლექციები ძიროთადად არის ლიმიტირებული რადგან ძალიან მოსწონს მომხმარებელს. მაღაზია მდებარეობს გალერია თბილისში მესამე სართულზე. ჩაცმის მომხმარებლის ინტერესი უცხოელი სტუმრებისთვისაც ძალიან უცხო და საინტერესია , რადგან როცა ნახულობენ ქართულ ტრადიციებს და კულტურას კურთუკზე გადატანილს დიდ მოწონებას და აღფრთოვანებას სძენს მათში.

კონცეპტში წარმოდგენილია ასევე ქართველი დიზაინერის მარიამ გვასალიას კოლექცია , რომელიც მომხმარებლის სიყვარულის წლებია იმსახურებს.



მარიამ გვასალიას ამოუწურავი ინსპირაცია საერთაშორისო პრესის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა: მარიამი ის ქართველი დიზაინერია, რომელსაც უცხოური მედია ყველაზე ხშირად აშუქებს.
წლებია, მის კოლექციებს სისტემატურად თვალს ადევნებენ სხვადასხვა ქვეყნის Vogue, Elle, Bazaar და Grazia, ისევე, როგორც NOWFASHION; ჟურნალმა W-მ კი მისი 2017 წლის კოლექციის შესახებ დაწერა: “გვერდზე გაიწიე, დემნა! გაიცანით მარიამ გვასალია, თბილისის საუკეთესო ამომავალი დიზაინერი!”
მარიამის ნამუშევრებმა კარიერის დასაწყისშივე მიიქცია ყურადღება: თბილისის მოდის კვირეულზე (Tbilisi fashion week) წარდგენილი პირველივე კოლექცია წარმატებით გაიყიდა და საერთაშორისო გამოხმაურებაც პოვა: სხვადასხვა გამოცემაში დაწერილ რეცენზიებთან ერთად, მისი ტანსაცმელი და აქსესუარები მოდის სფეროში ცნობილმა ადამიანებმა მოირგეს – ვიკა გაჟინსკაიამ instagram-ის პროფილზე პარიზის მოდის კვირეულზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მარიამის ფეხსაცმელები ეცვა; ცოტა ხნით ადრე, ზედიზედ 2-ჯერ გაიმარჯვა დიზაინერების საერთაშორისო კონკურს Bე Nეხტ-ზე. სწორედ იქ აღმოაჩინა ბლოგერმა ელიზა ნალინმა და instagram-ის საკუთარ გვერდზე მარიამის ფეხსაცმელები გამოფინა.
Leave a Reply